ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილდეს და შესრულდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული პირობები

პოლიტიკა 25 Jun 2022 13:28

„პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილდეს და შესრულდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული პირობები“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანი მიმართვაში გამოეხმაურა განცხადებებს,  რომლებიც  რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის დროს ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო იყო და რჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების მხრივ.


„ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, იმის გათვალისწინებით რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მიუღებელია ის განცხადება, რომლიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში, და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპისათვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის.


პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილდეს და შესრულდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული პირობები. და მსურს გავიმეორო, რომ საქართველო იყო და რჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების მხრივ“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი